Monthly Archives: მაისი 2012

უსათაურო

მე იდეა მოვკალი, წყნარი ნელი სიკვდილით
სულ უკან რო დამდევდა, ნელა წასულს სირბილით
მუდამ წინ მიხტებოდა ჩემს აზრს აგარც მკითხავდა
ის სულ ჩემზე წინ იყო მე კი გრძნობა მკიცხავდა.
მე ფიქრიც მოვკალი, ფიქრიც ჩავცხრილე შემთხვევით
ვინანებ ალბათ ოდესმე იქნებ შევიქმნა შერცხვენით.
მე რომ იდეას ვკლავდი წინ დამიდგა ფიქრები,
რატო გადაეფარა ვერასოდეს მივხვდები.
ამით ერთი ვისწავლე, მუდამ დავიცავ რაც დამრჩა,
თურმე ფიქრს რო ვესროდი იქ იდეა გადარჩა.


რაც უფრო შორს ხარ…

აც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი – როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, –
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული –
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.


სადღეგრძელო იყოს მისი…

სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით იწოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.

 

მოდიოდა ერთზე ასი,
გზა გვშვენოდა დიდების,
ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი
ბედთან არ დარიდების.

სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც შიშმა ვერ დაჰხარა,
ავდგეთ ფეხზე! ჩვენ თბილისი
ვადღეგრძელოთ ჭაღარა.

აქ სიცოცხლე და ხალისი
ვის სხვად არ ესვენება,
სადღეგრძელო იყოს მისი
და დიდებით ხსენება!