Daily Archives: ივნისი 18, 2012

ნი ნი

ვარდს გაჩუქებ უვარდესო,

სიყვარულის სულის წამალს,

უტკბილესო, უკარგესო,

მკერდს ცრემლებით მოგინამავ…

და თუ გტკივა ჩუმად გული,

მინდა ვარდით მოგირჩინო,

მოვა, მოვა გაზაფხული,

გეფიცები, მოდის, ცდილობს…

მართლაც მინდა ვარდსა ჰგავდე,

მოელვარეს ბაღში კენტად,

რომ მიყვარდე, ჰო, მიყვარდე,

სიყვარულზე უფრო მეტად…

უკეთესი სხვა რა გითხრა,

მინდა სჯობდე ყველა ვარდებს,

ზოგჯერ ისე ლამაზი ხარ,

ლამის მართლაც შემიყვარდე!

 

18:28

 

შენი  სილამაზე,  

ვნებით  გაპოხილიი,

ლალის  ზურმუხტის  და,

ოქროს  სადარია,

–ფოტოზე  შეგამჩნიე

ლექსი  მოგიძღვენია,

გულმა  დაიკვნესა

ღმერთო  რა  ქალია!


SMS Leqsebi / სმს ლექსები

სმს- პოეზია და პატარა ლამაზი ლექსები სმს-ით გასაგზავნი

*****

ფიქრით შენთან ვარ საქმით კი არა
სიზმარში გხედავ ცხადში კი არა
გული გეძახის მითხარ სადახარ
მითხარ ძვირფასო რატომ არ ჩანხარ ?

***********

სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები,
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია
ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე
სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს,
სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი
სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი.
სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად
სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ
სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც
სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?!
სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი
სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის
სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა
სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!

*************

ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.

ეხლა… თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი…

*************

ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს,
სადაც ღიმილი ბევრის მთქმელია.
და სიბოროტე არსად არა სჩანს
ირგვლივ სიკეთე მოფენილია.
მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს ჰგავდეს
სიყვარულზე რომ გულით მღერიან,
მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს ჰგავდეს
სადაც სულ ყველა ბედნიერია.
ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს
სადაც ცხოვრება მშვენიერია…

**************

მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო…
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სიგიჟე ვიყო.

**********

ვერ ვიძინებ იმიტომ,
რომ შენზე ვფიქრობ.
შენზე ვფიქრობ იმიტომ,
რომ მენატრები.
მენატრები იმიტომ,
რომ კარგი ხარ და…
კარგი ხარ და
უსაშველოდ მედარდები.
მედარდები იმიტომ,
რომ ძლივს გიპოვე.
გიპოვე და,
დასაკარგად მენანები.
მოდი ჩემთან,

*************

ახლა, ისე მენატრები, ძლიერ…
ახლა, გული გაგიჟებას ლამობს…
შენს სიყვარულს, ვერაფერი ვძლიე…
დრო კი, ასე უსაშველოდ ჩქარობს…

ახლა, ისე მენატრები, მინდა…
ჩემთან იყო… და არასდროს გათავდე…
წვიმდეს ისე, როგორც მაშინ წვიმდა…
გაშიშვლებულ, შეშლილ ღამეს ვხატავდე…

ახლა, ისე მენატრები, ისევ…
წვიმდეს მინდა, მოგეპარო ციდან…
შენზე ფიქრი, გულს იმედით მივსებს…

*******************

ერთხელ ფიქრებს გავატანე გული და
შენ წინ დადგა როგორც მთვრალი ფოთოლი,
შენთვის სურდა მას რომ ეთქვა, მიყვარხარ…
გაახსებდა უკარება იყავი,

ნახე როგორ შეიცვალა სამყარო
ცისარტყელას გაუხუნდა ფერები,
რა ხანია უკვე ერთად აღარ ვართ
დრო გადის და შენ ნელნელა იცვლები,

ციდან წვეთი,რომელიც შენ გასველებს,
თოვლის ფიფქი შენ ბაგეს რომ დაათოვს,
წვიმის გუბე სადაც დღეს შენ გაივლი
უშენობით განცდილ წუთებს გამანდობს,

იქნებ ერთხელ დამიძახო შორიდან
დღეს რატომღაც შენი ნახვა მომინდა,
პოეზიამ სულ დაკარგა ფერები
შენ კი დგახარ და სულ სხვას ეფერები,

შენი კოცნა დავაპირე, მომინდა
გამებუტე და ბავშვივით იქცევი,
ახლა უკვე აღარაფერს აღარ გთხოვ
სიყვარულზეც აღარ გესაუბრები,

ერთხელ ფიქრებს გავატანე გული და
დადგა შენ წინ, როგორც მთვრალი ფოთოლი
ვერ გაბედა შენთვის ეთქვა, მიყვარხარ,
გაახსენდა უკარება იყავი.

*************

გამართულია ორთაბრძოლა ჩემს სულსა შიგან,
ჩემი ნაზარდი ჩემგანვე ნაშობს ებრძვის შიგნიდან,
ჭკუა დავკარგე აღარ ვიცი თუკი რას ვროშავ,
დამვიწყებია მე შენს თვალებზე ნასწავლი კოცნა.
და ვდგევარ ეხლა ვითარცა ხე ტოტებდაჭრილი,
და ვდგევარ დიდი სინანულის გრძნობით ავსილი,
და ვაღიარებ დარდისაგან გულდაკოდილი,
რომ ახლაც მინდა…ო!რა ძლიერ მინდა ტირილი


სიყვარულზე ლექსი !

წუხელ, სიზმარი დამნახებია,
სიზმარი ცხადად მომჩვენებია,
და დამინახავს ისეთი რაღაც,
რაც ჩემი აზრით აღარ ღირს თქმადაც,
მაგრამ რატომღაც მაწუხებს გულში,
და გადავწყვიტე გიამბოთ ძმურში.

ეს რა მომხდარა?რა ხდება ირგვლივ?
ეს ხალხი ნეტა რად სტირს ყოველმხრივ?
რად შეჰღებვიათ კაბები წითლად?
და რად მოჰფინე მათ ნათელლს ბნელად?
უფალო, შენ გეკითხები ყველაფერ ამას,
მაგრამ პასუხი, ხალხო მითხარით სადა აქვს ამას?

უკნიდან მოდის მოგორავს რაღაც,
თურმე სამგზავრო ბევრ რამეს მალავს,
ხალხს ნდომებია თურმე ეს რაგაც,
თურმე მიაგნეს მათ ამით ეამალს,
მაგრამ სად არის ადგილი მათთვის,
სამგზავრო უკვე დაშლილა ლამის.

სამგზავროს უცებ ახტება ქალი,
მას შეუნუშნავს მძღოლისთვის ჯვარი,
ჯვარს ხელი სტაცა და ევედრება:
.. აქ არ დამტოვო და შენ სიკეთე, ყოველთვის
გზაზე დაგებედება’’.

მაგრამ მძღოლმა მას წიხლი ჰკრა თითქმის,
და გააგორა სატვირთოს იქით………

გაგრძელება ამ ლექსს ხალხო, ექნებოდა ძლიერ დიდი,
მაგრამ ახლა მე საქმე მაქვს, არ გეწყინოტ მაგრამ დიდი.