Daily Archives: ივნისი 19, 2012

ნინის ლექსები


ლამაზი ქალი სევდის ფერია…
ლამაზ ქალს მუდამ სადღაც ელიან.
ლამაზი ქალი დარდს დაატარებს…სევდას
და ტკივილს გულში ატარებს…
ვერავინ ხვდება,მის გულის ნადებს,
ვერავის უმხელს დარდსა და ნაღველს.
თავისთვის არის თავისთვის, მარტო…
თუ რამ აწუხებს, არასდროს ამბობს…
ფიქრები სტკივა… ცრემლებიც აღრჩობს…
მას სიყვარული, გრძნობები ათრობს…
ვინ შეუყვარდა არასდროს ამბობს

10:03

ვიბადებით სიყვარულისთვის და ვკდებითსიყვარულისთვის….. სიყვარული არ გვეკითხება ვინ   ვართ? რა გვინდა? რატომ უნდა შევიყაროთ? ის უბრალოდ გვჩუქნის უსაზღვრო სიყარულის ულამაზეს ბედნიერებს და ცოტა ცრემლებს იმიტო რომ ჩვენ ეს ყველაფერი რეალურად აღვიქვათ, არადა ცოტა რომ ჩაუფირდე მიხვდები რომ ის ოცნებასავით ლამაზია და სიზმარივით ფრთხილი … მაგრამ რატომღაც ადამიანები ვერ ვეგუებით მონაპოვარს და იმას რაც სიყვარულმა გვაჩუქა და სულ ვცდილობთ რაგაც გავაფუჩოთ და ვცდილობთ ჩვენივე ხელით გავაქროთ სიყვარული… მოდით იცით რაა… ვიბადებით ერთხელ და ვკვდებით ერთხელ სამწუხაროდ ძალიან დიდ ხნით… ცხოვრება კი ლამაზია სიყვარულთან ერთად … სიყვაულია გზა, სიშორე ცრემლის გოდება, შეახებ ხელს და არასდროს არ განმორდება… და სწორედ ამიტომ მოდით რაა… ვიცხოვროთ სიყვარულით და ყოველი საქმე ამ გრძნობით გავაკეთოთ, ისე რომ ბოროტებამ ვერ დაისადგუროს ჩვენს გულებში..♥

10:04

ნუ მომატყუებ, რომ სინანული ყველა დარდებს და სევდას წალეკავს….

დღეს შენი დღეა მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაგატანს…

ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები,

ახლა არ გჯერა, მაგრამ მოვა დრო და მტკივნეული დარდი ვიქნები…

მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეწვია…

ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია…

სუსტი ხელებით ნაწვიმარ გზაზე, ისე აგწიე რომ ვეღარ შეგწვდი,

ღმერთად გაქციე.. და ღმერთი რაღად გამიხსენებდი ვინ ვიყავ შენთვის?

ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და სხვის კოცნაში არ გახსენდები..

მაგრამ მერწმუნე ის დღეც დადგება რომ სიგიჯემდე მოგენარტები….

10:04

სიბრალურისთვის არ დამიბრუნდე,
გემუდარები წადი. . .
ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი,
განთავისუფლებ, წადი. . .

სიყვარული ხომ მაინც მასწავლე,
მადლობელი ვარ, წადი. . .
ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ,
არ დავიხრჩობი, წადი. . .

ფიქრის უფლება ხომ მაინც დამრჩა,
არაუშავს რა, წადი. . .
ჰო,დავფიქრდები,დიდხანს ვიფიქრებ,
ვიცი გამიგებ, წადი. . .

ღამეს შევჩივლებ ჩემ გულის დარდებს,
ვიცი გამიგებს, წადი. . .
თუ გინდა მოდი კიდევ მიგიღებ,
გული ღია მაქვს იცი???
გისაყვედურო???არა ძვირფასო,
მე პატიება ვიცი. .

10:06

კაცებო ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზათ გაუშალეთ
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ
ქალებს შვლის ნუკრივით მოექაცით
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ.
თორემ სულ სხვაა ქალის ძალა
ქალი ათას ჯავრად გადაგაქცევთ
ქალი აგატირებთ,ქალი დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს
ხოდა გაუფრთხილდით ამ საუნჯეს
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ
ქალებს დაულოცეთ ქალობა და

ბაღის ყვავილივით მოუარეთ!

10:06

ქალი–ფიქრია,ქალი–ოცნება,

ქალი–მდუმარე,ქალი–ქმნილება,

ქალი ვარდი და სურნელებაა.

ქალი –დედაა,ქალი–დარდია,

ქალი ვარდი და სიყვარულია.

ქალი –მაცდური,ქალი–ცბიერი,

ქალი წვიმა და თოვლის ფიფქია.

ქალი–ცხოვრება,ქალი–სურვილი,

ქალი–წარსული,მომავალია,

ქალი ვარდია სურნელოვანი.

ქალი მთვარეა,ქალი მზე არის.

ქალი ვარსკვლავია ცისკრის…

ბედნიერია ალბათ ის კაცი,

ვინც ქალის ფასი იცის!

10:07

თავად შექმნილი ბედი.



რისთვის ვენდურით ბედცს                                                   ხსნა ხომ ჩენ გულში დევს                  

თუ გავინათებთ გონებას                  

სამყარი გაშლის ფთებს.

რისთვის ვენდურით სხვებს

ჩვენ ხომ თავად ვქმნით ბედს

განა მწეველებს ესმით

თმბაქოს ნუ მოწევს ბევრს?

რისთვის ვღრით ცრემლებს ბევრს

ხსნა ხომ ხომ ჩვენ თავში დევს,

სხვის შეცდომებზე სწავლით

ჩვენ ხომ ვისწავლით ბევრს.

რისთვის გავისვრით ქვებს

სხვებში რათ ვხედავთ მტრებს

ჩვენ ხომ ჩვენივე ქმედებით

თავადვე ვიწყობთ ბედს.

რისთვის ვარსებობთ დღეს ?

სითბო ვაჩუქოთ სხვებს,

დავდოთ სიკეთის მარცვალი

ცოდვებს მოვიხსნით ბევრს.

რისთვის ვენდურით ცხოვრებას?

ასევე ჩვენივე ბედს,

განაცხოვრებამ დაგვპირდა

უხვად სიყვარულს ბევრ?

დღეს თუ ცხოვრებამ გიმულხთა

ნუ გაახარებთ მტრებს

ხვალ სიხარული დადგება

ჯობს ნუ ჩაიქნევთ ხელს.

ნუ ებუტებით ცხოვრებას

იგი გასწავლის ბევრს,

თუ ამას ალღოს აუღებ

ელოდე ბედნიერ დღეს.

10:08

მინდა-იმის სადღეგრძელო დავლიო,

ვისაც მუდამ  სიყვარული შეუძლია

მინდა––-იმის  სადღეგძელო დავლიო

ვისიც ხეიბარი ეულია……

მინდა––-იმას გულით  ჩავეხუტო,

ვისაც  პირზე  ვარდი  აფენია.

მინდა-იმას გულით  ჩავეხუტო

ვისაც,გაჭირვების არ  რცხვენია.

მინდა––მსოფლიო გავაოცო,აბა

სხვა  მე  რა  დამრჩენია?

მინდა––ყველა ქალს,დედას მოვეფერო!

ვინაც ერის შვილის  გამჩენია….

ერთხელ  გადმომხედე  მაღალო ღმერთო….ხედავ   სურვილები რამდენიააა?…

10:08

სიყვარული- ყველასია, მაგრამ არავის ეკუთვნის;
სიყვარულს- ვერც გააკეთებ და ვერც შექმნი, მაგრამ ყველამ ვიცით;
სიყვარული – დაუმსახურებლად მიღებული ჯილდოა;
გიყვარდეს- ე.ი. სხვებისთვის უხილავ სასწაულს ხედავდე;
სიყვარული – ორის მარტოობაა უკიდეგანო სამყაროში;
სიყვარული – ყოველთვის ახალია, როგორც კაშკაშა მარადიული ნათელი;
ერთი სუნთქვაა ორისთვის;
სიყვარული – მიტევების ხელოვნებაა;
პირველი გრძნობა, რომელიც ადამიანთან მოდის-დედის სიყვარულია, უკანასკნელი კი-რომელიც თან მიაქვს ამქვეყნიური
სამყაროს სიყვარული;
სიყვარული თან გდევს მთელი ცხოვრება: პირველი კოცნით, პირველი სიხარულით. პირველი განშორებითა და მწუხარებით
დაწყებული, ღრმა სიბერემდე;
“მე შენ მიყვარხარ”- წამები სჭირდება ამ სიტყვების წარმოთქმას, იმის ჩვენებას კი, როგორ გიყვარს-მთელი ცხოვრება.

10:09

მამაკაცებო გაუფრთხილდით ოცნების ქალებს,

მჟავე ცრემლებით ნუ დაულპობთ საკოცნელ თვალებს,

ტყუილს იტყვი და მოკლე ფეხი მალე გაცვდება,

თქვენი პირობა ფარატინა ფურცელს დარჩება…

სიტყვა კაცური რომ დაფასდეს ამას ეცადეთ,

ქალის ტკივილი მცირეოდენ თქვენც განიცადეთ,

კავალერი ხარ? ნუ ეცდები იყო დროებით,

ნუ მიუხედავ ქალბატონებს ნიშნის მოგებით.

ქალს დაანახე მის გვერდით რომ მართლა კაცია,

არ ათქმევინო რომ შარვალი ტყუილად გაცვია,

თუ შეიყვარებ არასოდეს ატკინო გული,

ნუ მოატყუებ იყავი მართლა შეყვარებული!…

ეცადე სული აამაღლო საკუთარ თავში,

და ანგელოზი დაინახო საყვარელ ქალში

10:10

იმ სიყვარულს გაუმარჯოს, მოფერებით რომ გათბობს,
წუთით მასზე ოცნებითაც, გულში ყინვას რომ ადნობს,
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შორიდან რომ მაწვალებს,
ერთხელაც რომ დავიჭერ და, დავუკოცნი შავ თვალებს.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს სულს რომ ეთამაშება,
ტუჩ-ბაგეს რომ შეუქებ და, ის კი გეკაპასება.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შეხვედრა რომ მართლა სურს,
ზამთარში რომ სარკმელთან ზის, გულში მალავს გაზაფხულს.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს დიდი გრძნობა რომ ჰქვია,

ჩუმად მისთვის ბუტბუტებს და იასავით მორცხვია

10:10

ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს გავდეს

სადაც ღიმილი ბევრის-მთქმელია

და სიბოროტე არსად არა სჩანს

ირგვლივ სიკეთე მოფენილია

მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს ჰგავდეს

სიყვარლზე რომ გულით მღერიან

მინდა ცხოვრება იმ ზღაპარს გავდეს

სადაც ყველანი ბედნიერია

ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს

სადაც ცხოვრეა მშვენიერია!!!

10:11

* . * . * . * . * . * .* . * .
სიბრძნეს მრავალი თვისება ახლავს,
მათ შორის,  ერთი არის დუმილი.
ზოგჯერ საჭირო არ არის, ყველას,
გაუზიარო შენი წუხილი.

თავშეკავება, დინჯი პასუხი,
არის რჩეული, კაცის თვისება.
ხშირად უსიტყვო გამოხედვაშიც,
ჩანს გონიერი კაცის ღირსება.

10:12

ოქროდ გიღირდეს მეგობარი

თუ არ გღალატობს.

და იმის გულში ჰპოვე წვეთი,

სიყვარულისა.

ყველგან გახსოვდეს, ყოველ წუთში,

ყოველ ნაბიჯზე,

რომ მეგობრობა, ნაწილია სიყვარულისა ! ! !

10:15

როგორ იწყება სიცოცხლე, იცით?

პირველად, ალბათ, დედის ძუძუთი…

ჯერ სიხარულით, მერე ტკივილით,

მზით, ვარსკვლავებით, სეტყვით, ბურუსით…

როგორ გრძელდება სიცოცხლე იცით?

ავის შეცნობით, კარგის დანახვით…

და მიდის, მიდის, სიცოცხლე მიდის,

ხან სიყვარულით, ხანაც ღალატით…

როგორ მთავრდება სიცოცხლე, იცით?

პოეტებისთვის ის არ მთავრდება,

პოეტების გზა სიცოცხლის იქით,

უკვდავებისკენ მიემართება!

უკვდავებისკენ, უკვდავებისკენ,

მარადის ქროდნენ მათი მერნები;

იქ მაინც ბრწყინავს მათი ნატვრისხე,

იქ აწვიმთ, ალბათ, დედის ცრემლებიც!!!

მაგრამ ჯერ სანამ მოვა სიკვდილი,

წინ ალბათ გრძელი გოლგოთის გზაა…

ბრუნავს დოლაბი, სუნთქავს წისქვილი,

და ყოველივე ღმერთის ნებაა!

10:18

მინდა დავლოცო დედის ლოდინი, დედის გული და დედის თვალები, დედის კალთა და დედის სიმღერა, დედასთან ერთდ ყველა ქალები!
ქალი სიცოცხლეა, ქალი ცხოვრებაა,  ქალი  მთვარეა და მზეა,  ქალი  ოცნებაა, ქალი ცხონებაა  ქალი   სიყვარულის ტყვეა. ქალი  ცისკარია, ქალი ვარსკვალვია,  ქალი ყვავილია სულის,  ქალი  სილამაზის დედოფალია და  ქალი რჩეულია უფლის!

10:20

თუ გულში ლამაზი ოცნება ჩასახლდა,
შენს სახელს დავარქმევ ჩემს ყველა სახატეს,
რადგან ხვთისმშობლის ლამაზმა თითებმა,
ჩემს სულში შენი აჩრდილი დახატეს.

მე შენ მიყვარხარ, უკვე დაგეძებ,
შემომეჩვია მელანქოლია,
ასეთ უხილავ უცნობ სიყვარულს,
თურმე თავისი ხიბლი ჰქონია.

ფიქრით შენთან ვარ, საქმით კი არა,
სიზმარში გხედავ, ცხადში კი არა,
გული გეძახის მითხარი სად ხარ?
მითხარი ძვირფასო რატო არ ჩანხარ?

ხატზე ჩამოსული ცრემლი გინახავს?
ვლოცულობ შენზე და არ ვიცი ვინა ხარ.
შენს ლამაზ სახელს და ლამაზ სულს ვფიცავარ,
ძალიან, ძალიან, უზომოდ მიყვარხარ